Georgian English Russian
გეშტალტ თერაპია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გეშტალტ თერაპია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლეები

აპლიკაციის ფორმა

მოგვძებნეთ ფეისბუქის გვერდზე
 
 
 

 

გეშტალტთერაპია  

მოგესალმებით

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2012 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა „კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსიტიტუტი“ (CIGTFP ).
ინსტიტუტი თავის თავში აერთიანებს ფსიქოლოგიის ორ ისეთ მსხვილ მიმართულებას, როგორიცაა გეშტალტთერაპია და ოჯახური ფსიქოთერაპია და რეგიონის მასშტაბით ქმნის ერთიან, ინოვაციურ პროფესიულ დიპლომის შემდგომ საგანმანათლებლო ტრენინგ–ინსტიტუტს. ინსტიტუტი ამავე წელს გახდა ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (EAGT) ასოცირებული წევრი.
ინსტიტუტის საქმიანობის მიზანია კავკასიის რეგიონში გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუციის ჩამოყალიბება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპიის აღნიშნული მიმართულებების ადვოკატირება და მათი კლინიკურ პრაქტიკაში და მომსახურების სხვადასხვა სფეროში გამოყენების დანერგვა.
ფსიქოლოგიის სწავლებას საქართველოში მრავალ წლიანი ისტორია აქვს. მის ფუძემდებლად ითვლება დიმიტრი უზნაძე. მან შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა „განწყობის თეორია“, რომელიც ფსიქოლოგიის ერთერთ მონაპოვრად ითვლება. მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც შემდეგ გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად.
მიუხედვად იმისა, რომ ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია საქართველოში და კავკასიის რეგიონში მუდმივად ვითარდება, ის ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.  ახლად ჩამოყალიბებული ინსტიტუტი ხელს  შეუწყობს კავკასიის რეგიონში ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ევროპული და ამერიკული სტანდარტების დანერგვას და დაეხმარება პროფესიონალებს და დაინტერესებულ პირებს მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების მქონე განათლება ფსიქოთერაპიაში, აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეუერთდნენ სხვადასხვა პროფესიულ კავშირებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციას, ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციიას (EAGT) და ა.შ. ეს ყველაფერი კი შესაძლებლობას მისცემს მათ მუდმივად იქონიონ კონტაქტი მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან და შესაბამისად მუდმივად ჰქონდეთ პიროვნული და პროფესიული ზრდის საშუალება.
გეშტალტთერაპიის 4 წლიანი სასწავლო პროგრამა შემუშავებულია ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციიას აკრედიტებული ტრენერებთან მჭიდრო თანამშრომლობით და აკმაყოფილებს EAGT-ის ყველა სასწავლო სტანდარტს.
ოჯახური ფსიქოთერაპიის 4 წლიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს  ჩვენი ინსტიტუტის ხელმძღვანელ სპეციალისტთა და  საერთაშორისო კავშირების ინსტიტუტს (Institute for International Connections, აშშ) და ვირჯინია სატირის სისტემური ოჯახური ფსიქოთრაპიის ქსელის წამყვან სპეციალისტთა შორის რათა ჩვენს მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსი ოჯახურ ფსიქოთერაპიაში ასევე აკმაყოფილებდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

პატივისცემით,
სოფიო ვერულაშვილი
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის
გენერალური დირექტორი

 


Developed by Giorgi Kandelaki