Georgian English Russian
გეშტალტ თერაპია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გეშტალტ თერაპია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლეები

აპლიკაციის ფორმა

მოგვძებნეთ ფეისბუქის გვერდზე
 
 
 

 

კურსები ტრენინგები  

გეშტალტთერაპიის 4 წლიანი სასწავლო სერტიფიცირებული კურსი
საწავლო პროგრამა გეშტალტთერაპიაში, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე ორგანიზებულია 5 დღიანი ტრენინგების სახით. ეს  ტრენინგებს უფრო ინტენსიურს ხდის და ეკონომიურია (დაიზოგება კავკასიის სხვა ქვეყნებიდან თუ საქართველოს რეგიონებიდან მონაწილეების მგზავრობის ხარჯები). 
სტრუქტურა და შინაარსი მეთოდოლოგიის, თეორიის და სუპერვიზიის კომბინაციაა. ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის რეგულაციის მიხედვით პერსონალური პროცესების თერაპევტი არ შეიძლება იყოს იგივე ტრენერი, ვინც ასწავლის მეთოდოლოგიას და თეორიას. ამიტომ პერსონალური პროცესების მუშაობა განხორციელდება  ტრენინგ პროგრამის გარეთ, სხვა გეშტალტთერაპევტის თუ თერაპევტების მიერ. 

სასწავლო პროგრამის სამუშაო ენაა: ინგლისური და რუსული.   
ყოველი ბლოკი შედგება 5 დღისგან, თითო 8 საათის ხანგრძლივობის (ჯამში 40 საათი).

პირველი წელი
ჯამში არის 5 ბლოკი, რაც ნიშნავს, რომ პირველი წლის ბოლოს სტუდენტებს გავლილი ექნებათ გეშტალტთერაპიის მეთოდოლოგიასა და თეორიაში 200 საათი
პირველი სასწავლო წლის თემები:
1.         ცნობიერება;
2.         ფენომენოლოგია;
3.         ველის თეორია;
4.         კონტაქტი
5.         დიალოგი+შეფასება.

მეორე წელი
ჯამში არის 5 ბლოკი, რაც ნიშნავს, რომ მეორე წლის ბოლოს სტუდენტებს  გავლილი ექნებათ გეშტალტთერაპიის მეთოდოლოგიასა და თეორიაში 200 საათი
მეორე წელს ფოკუსირება ხდება: კითხვა „რატომის“ ჩანაცვლებაზე “როგორ“–ით.
მეორე სასწავლო წლის თემები:
1.         ველის ცნობიერება
2.         როგორ გამოვიყენოთ კონტაქტის ციკლი და კონტაქტის მექანიზმი პრაქტიკულ მუშაობაში;
3.         კომუნიკაციის უნარები;
4.          კრეატიულობა დიალოგში;
5.         პერსონალური პროცესების და მეთოდოლოგიისა და თეორიის შეფასება. ეს გაკეთდება ნაწილობრივ, პერსონალური ანგარიშის წარდგენით და ნაწილობრივ გეშტალტთერაპიის შესაბამისი ლიტერატურის წერითი გამოცდით.

მეორე წლის განმავლობაში შესაძლებელი სასწავლო პროცესში  ჩაერთოს მეტი ტრენერი. ტრენერების ჩასმა განხორციელდება სასწავლო ბლოკების მიხედვით მათი პროფესიული გამოცდილების  და კონკრეტულ თემაზე უპირატესობის  მიხედვით.

მესამე წელი
ჯამში არის 5 ბლოკი, რაც ნიშნავს, რომ მესამე წლის ბოლოს სტუდენტებს გავლილი ექნებათ გეშტალტერაპიის მეთოდოლოგიასა და თეორიაში 160 საათი, ხოლო სუპერვიზიის 40 საათი.
მესამე წელს თემები ფოკუსირებულია თერაპევტად მუშაობის საკითხებზე. სტუდენტების სტიმულირება მოხდება რომ იმუშაონ კლიენტებთან.
მესამე სასწავლო წლის თემები:
კონტაქტი/კავშირი
1.         გეშტალტთერაპიისის დიაგნოსტიკა და ფსიქოპათოლოგია
2.         გადატანა და კონტრგადატანა ველის თეორიეული ხედვიდან
3.         განვითარების თეორიები
4.         კლიენტთან მუშაობის შეფასება ჯგუფის წინ

მეოთხე წელი
ჯამში არის 5 ბლოკი, რაც ნიშნავს, რომ მეოთხე წლის ბოლოს სტუდენტებს გავლილი ექნებათ გეშტალტთერაპიის მეთოდოლოგიასა და თეორიაში 120 საათი, ხოლო სუპერვიზიის 80 საათი.
მეოთხე წელი  ფოკუსირებულია გეშტალტთერაპევტად მუშაობაზე და განსაკუთრებით საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაზე.
მეოთხე სასწავლო წლის თემები:
1.         ჯგუფური მუშაობა
2.         სხეულის მუშაობა და სექსუალობა;
3.         ექზისტენციალური თემები როგორიცაა ტრავმა, ავადმყოფობა, სიკვდილი და გამოგლოვა;
4.         Live სუპერვიზია
5.         შეფასება

იხილეთ მიმაგრებული ფაილი კურსები / ტრენინგები

 


  Developed by Giorgi Kandelaki