Georgian English Russian
გეშტალტ თერაპია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გეშტალტ თერაპია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლეები

აპლიკაციის ფორმა

 

გეშტალტთერაპია  

ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (ეგთა) ეთიკის კოდექსის მიზანია:

  • განსაზღვროს ძირითადი ფასეულობები, პრინციპები და ჩამოაყალიბოს გეშტალტის ტრენინგ ინსტიტუტების და გეშტალტთერაპევტების მიერ გეშტალტის პროფესიული წარმოების სტანდარტები.
  • განახორციელოს დაინტერესებული მოსახლეობის სწორი ინფორმირება და მათი დაცვა.

გეშტალტთერაპევტები პასუხისმგელნი არიან აღნიშნული ეთიკის კოდექსი გამოიყენონ, როგორც კარგი პრაქტიკის საფუძველი და არა როგორც მინიმალური მოთხოვნა.
ეს კოდექსი იცავს, როგორც კლიენტებს ასევე თერაპევტებს  პრაქტიკასა და ანაგარიშგებას შორის განსაზღვრული საზღვრის ჩამოყალიბებით.
ეს კოდექსი გამოიყენება ეგთა-ის ყველა ინსტიტუციური თუ ინდივიდუალური წევრისთვის. როდესაც უთანხმოებაა  ამ კოდექსსა და ეროვნულ კოდექს შორის, უპირატესობა ენიჭება ეროვნულ კოდექს. ეს კოდექსი ექვემდებარება გადახედვას იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდება მისი, როგორც პროფესიული პრაქტიკის სტანდარტის პრაქტიკული გამოყენების არასაკმარისობა.
კოდექსი დაყოფილია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი მოიცავს იმ ფასეულობებს და პრინციპებს რაც წარმოადგენს ინდივიდის აუცილებელ უფლებებს. მეორე ნაწილი კი მოიცავს იმ გაიდლაინს, რომელიც პატივსცემს და იცავს ამ უფლებებს.
ეგთა-ის ყველა წევრი თანხმდება, რომ ჰქონდეთ საჩივრების პროცედურები რათა მოხდეს ეთიკის კოდექსის და პროფესიული პრაქტიკის დარღვევის შესახებ ანგარიშგება  და შეფასება.
თითოეული წევრმა ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს საჩივრების პროცედურები.
ეგთა-ის ეთიკის კომიტეტი პასუხისმგებელია ეროვნული “ქოლგა” ორგანიზაციის ეთიკის კოდექსის და გასაჩივრების პროცედურების გადახედვაზე.
ამ კოდექსის გ ნაწილში აღწერილ გასაჩივრების პროცედურებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ საჩივარი შესულია ეგთა-ის ისეთ წევრზე, რომელიც ცხოვრეობს ისეთ ქვეყენაში, სადაც არ არის ეროვნული გეშტალტფსიქოთერაპიის ორგანიზაცია, რომელსაც ექნება თავისი ეთიკის კოდექსი და გასაჩივრების პროცედურები.

სრული ტექსტის სანახავად იხილეთ მიმაგრებული ფაილი ეთიკის კოდექსი

 

 

 


  Developed by Giorgi Kandelaki