Georgian English Russian
გეშტალტ თერაპია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გეშტალტ თერაპია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლეები

აპლიკაციის ფორმა

 

გეშტალტთერაპია  

გეშტალტთერაპია დაარსდა ჰუმანისტური ფსიქოთერაპიის სოციალურ, კულტურულ კონტექსტში.  ფედერიკ (ფრიც) პერლზის (1893-1970) ინტუიციამ მის მეუღლესთან, ლაურა პერლზთან (1905-1990) ერთად სათავე მისცა თერაპიის ამ ფორმის წარმოშობას. ისინი, ორივენი ფსიქოანალიზისა და გეშტალტ-ფსიქოლოგიაში სათნადოდ მომზადებული გერმანელი ებრაელები იყვნენ,  ისინი ერთად გაექცნენ ფაშიზმს1933 წელს, პირველად ამსტერდამში, შემდეგ  სამხრეთ აფრიკაში და საბოლოოდ კი  ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მათი თეორიული და პრაქტიკული გამჭრიახობა  კიდევ უფრო განვითარდა ამერიკელი ინტელექტუალების ჯგუფის მიერ, რომელთაც ასევე ღრმა ცოდნა ჰქონდათ ფსიქოანალიზის საკითხებში. მათ შორის ყველაზე გამოჩენილები  იყვნენ პოლ გუდმენი, ისადორ ფრომი, პოლ ვეისი, ლოტე ვეისი, ელიოტ შაპირო, ელისონ მონტეკი და სილვესტერ ისტმენი. ფსიქოთერაპიის ამ ახალი სკოლის თეორიული საფუძველი, რომელსაც თავიდან ეწოდა „კონცენტრაციის თერაპია“ თავდაპირველად გაჩნდა როგორც მოძრაობის (drive theory)  თეორიის შესწორებული ვერსია. ფრიც და ლაურა პერლზის ახალი მიდგომა, რომელიც სტიმულირებული იყო პოლ გუდმანის (1911-1972) სოციალური ფილოსოფიით ნიუ იორკში, შემდგომში განვითარდა, როგორც გეშტალტთერაპია.
გეშტალტთერაპიის დაბადების თარიღად ითვლება 1951 წელი, როდესაც გამოიცა პერლზის, ჰეფერლინის და გუდმანის წიგნი “Gestalt Therapy. Excitement and Growth in the Human Personality”. გეშტალტთერაპია დაფუძნებულია ჰოლისტიკურ ვარაუდზე, რომ ადამიანი ასახავს მისი სხეულის, მენტალური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების განუყოფელ ერთიანობას და თითოეული ადამიანის მჭიდრო კავშირს მის ინტერპერსონალურ და ეკოლოგიურ გარემოსთან. გეშტალტთერაპიაში ინტეგრირებულია ფსიქოანალიზი (Freud, Reich, Rank), გეშტალტის თეორია და ველის თეორია ( Wertheimer, von Ehrenfels, Koffka, Lewin, Zeigarnik, Goldstein and Gelb), ჰოლისტიკა (Smuts), ფილოსოფია (Tillich, Friedlaender, Buber), ფენომენოლოგია და ფსიქოდრამა (Moreno).
გეშტალტთერაპიის ყურადღების ცენტრშია პიროვნების, ადამიანურ და ეკოლოგიურ გარემოსთან კონტაქტის პროცესი და ამ პროცესების გაცნობიერება. გეშტალტთერაპია ვარაუდობს, რომ ფსიქოლოგიური დარღვევების  საწყისია ის საჭიროებები, მოთხოვნილები, სურვილები, ემოციები და გონებრივი ფიქსაციები,  რომელიც არ არის გაცნობიერებული და რომელთა წინა პლანზე გადმოტანა, როგორც საკონტაქტო სამიზნის,  არ მომხდარა.
ფსიქოთერაპევტის და პაციენტის ურთიერთობაში, ადამიანის ცნობიერების და აღქმის დარღვევები, „აქ და ამჟამად“ კონტაქტის საშუალებით, მოქმედებით და გამოცდილების ინტეგრაციით ახდენს მის აღმოაჩენას და დამუშავებას.  თერაპიული ურთიერთობა დიალოგის პროცესია. პაციენტის საკუთარი  გამოცდილება (მაგალითად, ბლოკირება, ფიქსაცია, ბრმა ლაქები და ინდივიდის გახლეჩლი ასპექტები/ blocks, fixations, blind spots and split-off aspects of the personality), ამოდის ცნობიერში თერაპევტის მყისიერი რეაქციის დახმარებით. ეს  ერთობლივი ძალისხმევაა და თერაპევტიც და პაციენტიც ჩართულია სამუშაო პროცესში, ემოციურ რეზონანსში, და ეს შეხვედრა არის აწმყოზე ორიენტირებული. გეშტალტთერაპიის „აქ და ამჟამად“ პრინციპი, ხაზს უსვამს ჩვენი ფსიქოთერაპიული ჩარევის ფენომენოლოგიურ ორიენტაციას. წარსულის ურთიერთობების ბლოკები  ამოდის აწმყოში, თერაპიულ ურთიერთობაში „აქ და ამჟამად“ და მიზნად ისახავს წარსულში წარუმატებელი ურთიერთობების მართვას. ამიტომ, „აქ და ამჟამად“ პრინციპი არის ეფექტი რომელიც ფოკუსირებულია აწყმოსა და მომავალს შორის გადასვლაზე.

გეშტალტთერაპია არის ემპირიული, ექსპერიმენტული და ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა და ნებისმიერი რაოდენობის ჩარევა, გამომდინარე ზემოაღნიშნული პრინციპებიდან  შეესაბამება ჩვენ თეორიას. თერაპიული ექსპერიმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან ის უნიკალური გზაა, რომლითაც პიროვნება აყალიბებს საკუთარ ექსპერიმენტს თერაპიულ კონტექსტში, აძლევს თერაპევტს საშუალებას, რომ გააკეთოს დასკვნა პიროვნების კონტაქტებისა და აღქმის ფუნქციების დარღვევების შესახებ. თერაპიული ჩარევის სტილი ფოკუსირებულია პაციენტის უნარზე რომ მიიღოს და გამოვიდეს კონტაქტიდან. თერაპევტის მიერ გამოყენებული ტექნიკა ვარირებს თერაპევტის და პაციენტის თვისებების  მიხედვით. ჩვენ ვმუშაობთ ინტერვენციების მდიდარი პალიტრით, მათ შორისაა „მოქმედება“, დიალოგი, როლური თამაშები, ექსპერიმენტები სხეული ენით და პანტომიმით. ექსპერიმენტები სალაპარაკო ენით და ხმით, და სხვადასხვა არტ–თერაპიის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ფერწერა, გრაფიკა, კრეატიული წერა ან ქანდაკება.
ზოგადად რომ ვთქვათ, გეშტალტთერაპია ამერიკის შეერთებული შტატებში განვითარდა დასავლეთ სანაპიროს სტილით (ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაზე ორიენტირებული) და აღმოსავლეთ სანაპიროს სტილით (კლიენტზე ორიენტირებული). ჯგუფის დინამიკური მოძრაობის გავლენით შეიცვალა გეშტალტთერაპიის ადრეული ფორმა, როგორც ინდივიდუალური თერაპიის მეთოდი ან ინდივიდუალური თერაპია ჯგუფში. გეშტალტთერაპია ევროპაში 1960 წელს, ამერიკელი „პიონერების“ და გეშტალტთერაპიის სტუდენტების საშუალებით დაბრუნდა. როგორც ფსიქოთერაპიის მეთოდი ის გამოიყენება ინდივიდების, წყვილების, ოჯახების, ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის. ის ასევე ეფექტურად გამოიყენება სუპერვიზიისთვის, ორგანიზაციული განვითარებისთვის და განათლების სფეროში.
გეშტალტთერაპიის ლიტერატურა ახლა მოიცავს ათასობით წიგნსა და სტატიებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურ ენოვანი ჟურნალებია: “Gestalt Review” ( 1997  წლიდან); “The Gestalt Journal” (1978 წლიდან ),  “British Gestalt Journal” (1991 წლიდან ), the “Australian Gestalt Journal” (1997 წლიდან), “Studies in Gestalt Therapy” (1992 წლიდან). იტალიურად: “Quaderni di Gestalt” (1985 წლიდან).  გერმანულად, “Gestalttherapie“ (1987 წლიდან). ფრანგულად, „Le Cahiers de Gestalt Therapie“ (1996 წლიდან), „Gestalt“ (1990 წლიდან). ესპანურად, „Figura/Fondo“ (1997 წლიდან). გეშტალტთერაპია ევროპაში წარმოდგენილია ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის მიერ.

 

 

 


  Developed by Giorgi Kandelaki