Georgian English Russian
გეშტალტ თერაპია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გეშტალტ თერაპია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლეები

აპლიკაციის ფორმა

 

გეშტალტთერაპია  

ოჯახური ფსიქოთერაპია მკურნალობის პოპულარული მეთოდი გახდა 1950 წლების ბოლოს და 1960 წლების დასაწყისში. ოჯახური თერაპიის ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ მე-20 საუკუნუს დასაწყისში უკვე იყვნენე ფსიქოლოგები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ამ მიმართულების განვითარებაზე. ადრეული პიონერები თვლიდნენ, რომ თერაპიის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა როგორ განვითარდება დამოკიდებულია მის ურთიერთობებზე ოჯახში.   დაკვირვებამ აჩვენა, რომ იმ პაციენტებში ვისაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ოჯახში უფრო მალე ჯანმრთელდებოდნენ, ვიდრე ისინი ვისაც არასტაბილური მდგომარეობა ჰქონდათ ოჯახში.  1920-იან წლებში, სოციალური ფსიქოლოგები სწავლობდნენ ჯგუფის დინამიკას, მათ დაადგინეს, რომ ინდივიდუალური წევრის  ქცევა ჯგუფში, გავლენას ახდენდა მთლიანად ჯგუფის ფუნქციონირებაზე. მათ გაიაზრეს, რომ ჯგუფში მიმდინარე მოვლენები შესაძლოა პირდაპირ მოერგოს ოჯახის ერთეულს.
ერთ ერთი ფსიქოლოგი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ოჯახური ფსიქოთერაპიის განვითარებაზე გახლდათ ვირჯინია სატირი.  მან ოჯახებთან მუშაობა 1951 წელს დაიწყო და მას სჯეროდა, რომ ოჯახის წევრებმა უნდა გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გრძნობები და სიყვარული რათა შეინარჩუნონ ჯანმრთელი ოჯახი. მას ასევე სწამდა, რომ სიყვარულს და მზრუნველობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახის განკურნებაში. მან ოჯახური ფსიქოთერაპიის ამ  ასპექტებზე, მთელი ამერიკის მასშტაბით ჩაატარა ტრენინგები, ლექციები და ვორქშოფები.
კიდევ ერთი ფსიქოლოგი, რომელმაც ასევე დიდი გავლენა მოახდინა ოჯახური ფსიქოთერაპიის განვითარებაზე გახლავთ ჯონ ელდერკინ ბელი. ის ნაკლებლად იყო ცნობილი, როგორც თერაპევტი, მაგრამ მისი მიდგომა,  გულისხმობდა ოჯახში პრობლემის მკურნალობის საფეხურეობრივი გეგმის განვითარებას. მას სჯეროდა, რომ ეს ნაბიჯები დაეხმარებოდა ოჯახს კომუნიკაციის გაუმჯობესებაში და სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში.  ნათან აკერმანი აცხადებდა, რომ უმნიშნელოვანესია მკურნალობის პროცესში ჩართული ყოფილიყო ოჯახის ყველა წევრი და არამარტო ის, ვისაც პრობლემა ჰქონდა. ის თვლიდა რომ ეს მკურნალობის საუკეთესო საშუალება იყო ბავშვისთვის. მან 1957 წელს დაარსა „ოჯახის მენტალური ჯანმრთელობის კლინიკა“ და „ოჯახის ინსტიტუტი“ 1960 წელს ნიუ იორკში. ოჯახის ინსტიტუს მოგვიანებით სახელი შეუცვალეს და ამჟამად მოიხსენიება როგორც აკერმანის ინსტიტუტი.
დროთა განმავლობაში თერაპევტების გავლენით, ოჯახური ფსიქოთერაპია განვითარდა და მოხდა ფსიქოთერაპიის და მედიკამენტოზური მკურნალობის კომბინაცია.

 

 

 


  Developed by Giorgi Kandelaki